ურთულესი წყალქვეშა დერეფანი, რომლის გავლითაც გამოჰყავთ ტაილანდელი ბავშვები გამოქვაბულიდან

გამოწერა

კარდებზე ასახულია, როგორ მიიკვლევს გზას ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვებისკენ სამხედრო მაშველი უვიწროეს და ურთულეს დერეფანში.

სწორედ ამ გზის გავლით გამოჰყავთ ნორჩი ფეხბურთელები სამშვიდობოს. ამ დროისათვის უკვე ოთხი ბავშვია გამოყვანილი, რომლებიც საავადმყოფოში განათავსეს.

სამაშველო ოპერაცია ამ დროისათვის შეჩერებულია და ის კვლავ 10-20 საათში განახლდება, როდესაც ევაკუაციის გზაზე ჟანგბადის ახალი, შევსებული ბალონების დამაგრება დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0