ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად ამ სპორტის ქომაგები რუსეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ეწვივნენ.
მათ შორის განსაკუთრებული გამოდგა გერმანელი ჰუბერტ ვირტი. 70 წლის მამაკაცმა მოსკოვამდე გზა — 2,5 ათასი კმ 1936 წელს გამოშვებული ტრაქტორით დაფარა. მის ტრაქტორს საცხოვრებელი ფურგონი აქვს მიბმული.
ჰუბერტს თან ახლავს ერთგული ტაქსა — სახელად ჰექსი.