რა არის საპსერფინგი: ბათუმში საზღვაო სპორტის ახალ სახეობას ავითარებენ

გამოწერა

ბათუმის სანაპიროზე ენთუზიასტებმა ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საპსერფინგში წვრთნების ჩატარება დაიწყეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ტარდება წვრთნები.

საპსერფინგი — ეს არის სპორტის სახეობა, როცა დაფაზე მდგომი ადამიანი ნიჩბის დახმარებით ცურავს. ეს არაჩეულებრივი ვარჯიშია მთელი სხეულისთვის, ყველა კუნთისთვის, რათა ყოველთვის იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. გარდა ამისა, ადამიანს, რომელიც საპსერფინგს ფლობს, შეუძლია ნებისმიერი უცნობი წყალსატევის ზედაპირზე თუ ზღვაზე იცუროს. დაფაზე შეიძლება, მაგალითად, საპ–იოგაში ვარჯიში. ეს იმგვარი მიმართულებაა, რომელშიც ასევე გამოიყენება საპ-დაფა. რატომაა ასე პოპულარული საპ-დაფა? იმიტომ, რომ როდესაც წყლის ზედაპირზე მოტივტივე დაფით დგახარ, სხეულით ბალანსის დაცვისთვის ვარჯიში გჭირდება და ეს ფეხის ტერფებით ხდება.

სპორტის ამ სახეობის სამშობლოდ ჰავაის კუნძულები მიიჩნევა. ჯერ კიდევ 1778 წელს ევროპელები საუბრობდნენ ადამიანებზე, რომლებიც ზღვაში ხის დაფებზე მდგომები ცურავდნენ და ნიჩბებს იყენებდნენ. საპსერფინგის განვითარება ჰავაიზე XXI საუკუნეში დაიწყო. 2005 წელს კალიფორნიაში დაარსდა სპორტის ამ სახეობის ფედერაცია, შემდეგ კი საპსერინგი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0