გეიზერი ფლაი — ადამიანის წყალობით წარმოქმნილი ნაკლებცნობილი მშვენიერება

გამოწერა

პლანეტა დედამიწაზე მრავლადაა ისეთი ადგილი, რომელთა მშვენებაც, პირდაპირი გაგებით, სულს უხუთავს ადამიანს.

ავიღოთ, თუნდაც, ფლაის გეიზერი — საოცარი სილამაზის ადგილი ნევადაში, რომელიც, თურმე ნუ იტყვით, ადამიანის დამსახურებით წარმოქმნილა.

სახელი მას იმ რანჩოს მიხედვით დაარქვეს, რომელშიც „დგას“. რანჩო ფლაის მფლობელი კი ტოდ ჯეკსიკია, რომელსაც ეს სილამაზე მაღალი ღობეებით შემოუსაზღვრავს და რკინის კარით გადაუკეტავს, რათა ხელყოფისგან დაიცვას.

ირკვევა, რომ 1916 წელს ჩვეულებრივი წყლის მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი დაუდგამთ, მაგრამ მერე მიუტოვებიათ. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1964 წელს, როგორც ჩანს, ცხელმა წყალმა სუსტი ადგილი მონახა და სწორედ ამ ჭაბურღილში ამოხეთქა. მერე კი, დროთა განმავლობაში, მიწის წიაღში ცხელ წყალში გახსნილმა მინერალურმა ნივთიერებებმა უკვე ზედაპირზე გაცივებისას ეს იშვიათი სილამაზის ფორმები შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ფლაის გეიზერი ტურისტებს შორის ნაკლებადაა ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0