17:45 24 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

სტრადივარიუსის მსოფლიოში ერთადერთი გიტარის ჯადოსნური ჟღერადობა

მოკლე ბმულის მიღება
11410
© MdV - Museo del Violino

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მე-17-18 საუკუნეების დიდი იტალიელი ოსტატი ანტონიო სტრადივარიუსი სრულიად გამორჩეულ, უნიკალურ ვიოლინოებს ამზადებდა. ჩვენამდე ამ განუმეორებელი ინსტრუმენტების 650-მდე ეგზემპლარმა მოაღწია, რომელთაგან თითოეული მილიონობით დოლარი ღირს.

მაგრამ ცოტას თუ სმენია, რომ სტრადივარიუსი ასევე უნიკალურ გიტარებსაც ამზადებდა, თუმცა, ფრიად შეზღუდული რაოდენობით. სამწუხაროდ, დღეისათვის მთელ მსოფლიოში ერთადერთი ინსტრუმენტიღაა შემორჩენილი, რომელზე დაკვრაც შეიძლება.

გადარჩენილ გიტარას Sabionari ჰქვია და შორეულ 1679 წელსაა დამზადებული. მოხდა ისე, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, მუსიკალური მოდის გავლენით, ინსტრუმენტს სახე უცვალეს. თუმცა მოგვიანებით დანიელ სინიერმა და ფრანსუა დე რიდმა მას თავდაპირველი სახე დაუბრუნეს.

ამჟამად Sabionari კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია და მასზე ოსტატი ლორენცო ფრინანი ზრუნავს. მართალია, მფლობელის სახელი არ კონკრეტდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის კაცი არ არის, ვისაც დიდოსტატის ნამუშევრით ტკბობა მხოლოდ თავად სურს.

ასე რომ, Sabionari მუსიკოს როლფ ლისლევანდის ხელში საქვეყნოდ აჟღერდა.

მოუსმინეთ და ისიამოვნეთ — ეს ამად ღირს.

თემაზე

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ფიტნესის ტრენერის საქმიანობა
"ქართული მარში" "კლუბური აქციის" წინააღმდეგ: მსვლელობის კადრები
ვისი ტოლმა სჯობს: საქართველოში ტოლმის საუკეთესო ნიმუში გამოვლინდა
ადრენალინის ზღვა: სიამოვნება სასიკვდილო რისკის ფასად

მეტი ვიდეო

  • ილია რუხაძე: „სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ“
    Last update: 16:01 24.05.2018
    16:01 24.05.2018

    ილია რუხაძე: „სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ“

    თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი ილია რუხაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ფეხბურთში ფინანსები არასწორად იყო მიმართული. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა პრობლემებე ისაუბრეს ვეტერანლა ფეხბურთელებმა Sputnik-საქართველოს მულტიმედიის პრეს-ცენტრში

    7
  • გია გილიგაშვილი: „ერთად ვიზრუნოთ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე“
    Last update: 15:59 24.05.2018
    15:59 24.05.2018

    გია გილიგაშვილი: „ერთად ვიზრუნოთ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე“

    ლანჩხუთის "გურიის" ვეტერან ფეხბურთელ გია გილიგაშვილს მიაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ამოცანაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა პრობლემებე ისაუბრეს ვეტერანლა ფეხბურთელებმა Sputnik-საქართველოს მულტიმედიის პრეს-ცენტრში

    11
  • ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-პოეტურ პროექტში
    Last update: 15:15 24.05.2018
    15:15 24.05.2018

    ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში

    ჯგუფმა Bani მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-პოეტურ პროექტში. იხილეთ ჯგუფის გამოსვლა, რომელმაც ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედება შეასრულა

    15
  • ამერიკელმა წყვილმა ჯვარი ქართულ მონასტერში ტრადიციების დაცვით დაიწერა
    Last update: 13:05 24.05.2018
    13:05 24.05.2018

    ამერიკელი წყვილის ჯვრისწერა ქართულ ეკლესიაში

    პენსილვანიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის ქართულ მონასტერში, უჩვეულო ჯვრისწერა აღსრულდა. ახალგაზრდა ამერიკელმა წყვილმა, სრულიად ქართული ტრადიციის შესაბამისი ჯვრისწერა ისურვა და ამისთვის დიდი მანძილის გავლასაც არ მოერიდა. ეიდენი და სარა, თავისი სტუმრებიანად, პენსილვანიაში ალასკიდან ჩამოვიდნენ

    97

მთავარი თემები