უნიკალური ვიდეოკადრები: ზღვის ეშმაკი — ოკეანის ყველაზე იდუმალი ბინადარი

გამოწერა

ბიოლოგებმა საზოგადოებას გააცნეს ვიდეო, რომელზეც მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი თევზის – ზღვის ეშმაკის წყვილია აღბეჭდილი.

ვიდეოკადრებზე, რომელიც აზორის კუნძულების სიახლოვეს 800 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა აპარატითაა გადაღებული, ჩანს მდედრი ზღვის ეშმაკი, რომელსაც მინიატურული მამრი ჰყავს აკრული.

ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვიდეო დიდი მნიშვნელობისაა, ვინაიდან მანამდე ზღვის ამ ბინადართა შესახებ ინფორმაციას ისინი მხოლოდ ბადეებში შემთხვევით გაბმული ეგზემპლარებისგან იღებდნენ.

"ამ თევზების შესწავლას ცხოვრების უმეტესი ნაწილი მივუძღვენი, მაგრამ აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს", — ამბობს ბიოლოგიის დოქტორი ტედ ფიჩი.

სწავლულები გააოცა იმ ფაქტმა, რომ კადრში მოხვედრილი თევზის ფარფლები ანათებდა. მათთვის ჯერჯერობით გაუგებარია, ეს პროჟექტორების სინათლე ირეკლებოდა, თუ თავად ზღვის ეშმაკი გამოსცემდა შუქს.

ყველა ახალი ამბავი
0