„მთავარია არ დაიქცეს ყავა": ინტერნეტში მოუხერხებელი მძარცველის ამბავი გავრცელდა

გამოწერა

მამაკაცი მელბურნში წიგნების მაღაზიის ძარცვის მცდელობისას ორ კარს შორის გაიჭედა. ეს 15 მარტს, გვიან ღამით მოხდა, როდესაც სავაჭრო ცენტრი უკვე დაკეტილი იყო.

როგორც ვიდეოზე ჩანს, მამაკაცი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ცდილობდა მინის კარიდან შენობაში შეღწევას, თუმცა ზურგჩანთის გამო ის გაიჭედა. ბარიერის გადალახვის დროს მძარცველს ხელში მუყაოს ჭიქა ეჭირა. დამნაშავემ შეღწევის შემდეგ ქვედა სართულს მიაშურა, სადაც ესკალატორის ზღუდეებზე გადახტომისას წაიქცა.

შემდეგ მამაკაცი წიგნების მაღაზიის კარს დაეჯახა და საწყობში შეაღწია, თუმცა სეიფის გატეხვა ვერ შეძლო და გადაწყვიტა მისი თან წაღება. მან შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა, თუმცა "ნადავლის" წონის გამო კვლავ ბარბაცით განაგრძო სიარული.

ყველა ახალი ამბავი
0