21:19 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ვიდეო

ქაოსი ძაღლების გამოფენაზე: დაჯილდოების ცერემონია პროტესტის გამო ჩაიშალა

მოკლე ბმულის მიღება
103 0 0
Youtube / PETA UK

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბირმინგემში გმართული ძაღლების გამოფენა Crufts ქაოსით დასრულდა. დაჯილდოების ცერემონიისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, არენაზე მოულოდნელად გაიჭრა უცნობი, რასაც არეულობა მოჰყვა.

ინციდენტის ამსახველი, ახლოდან გადაღებული ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველებმაც ატვირთა საკუთარ „ტვიტერზე“ და ასევე გამოქვეყნდა YouTube-ზე.

კადრებში ჩანს, როგორ ამზადებს პატრონი გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს დაჯილდოებისთვის, უეცრად შეშინებული როგორ სტაცებს ხელს საკუთარ ძაღლს და უსაფრთხო ადგილზე გაჰყავს.

The Independent-ის ინფორმაციით, ეს იყო საპროტესტო აქცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია PETA-მ აიღო. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ადამიანების ცხოველებისადმი ეთიკურ დამოკიდებულებას უჭერს მხარს.

დარბაზიდან გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ საპროტესტო აქციაში ორი ადამიანი მონაწილეობდა: ქალი და მამაკაცი, რომლებმაც, შოუს ორგანიზატორების თქმით, შეაშინეს როგორც ძაღლები, ისე ხალხი.

თემაზე

შსს-ს ტრადიცია: პოლიციელებმა მძღოლ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცეს
სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერი ხალხი უნდა მუშაობდეს: ექსპერტის მოსაზრება
ქართველი ადვოკატი მოსამართლეების უვადო არჩევის წინააღმდეგ
დრო, როდესაც თბილისში ტრამვაი დადიოდა

მეტი ვიდეო

მთავარი თემები