წმინდა სარქისის დღე: თბილისში სომხური დღესასწაული აღნიშნეს

გამოწერა

თბილისში სომხური სურბ–სარქისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში დღესასწაული

შეყვარებულთა მფარველი წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად აღინიშნება 2007 წლიდან იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან ღია ბარათებს, ყვავილებსა და ტკბილეულს. წმინდა სარქისის სახელობის ეკლესიებში სადღესასწაულო მსახურება სრულდება.

ამ დღის მახასიათებელი კიდევ ერთი ჩვეულება არსებობს. სახურავზე ან აივანზე დგამენ ფქვილიან ლანგარს და ელიან წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევის აღმოჩენას. ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისი ანგელოზებთან უნდა მიფრინდეს სახლების სახურავებზე. და თუ ლანგარზე დაყრილ ფქვილზე თეთრი ცხენი (სისუფთავისა და უბიწოების სიმბოლო) კვალს დატოვებს, წლის განმავლობაში შეყვარებულ ახალგაზრდას ოცნება აუსრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0