სასაზღვრო პრობლემა: სარფში თურქული რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

გამოწერა

სარფში გამართულ აქციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის მიერ დაწესებული ახალი სასაზღვრო რეგულაციები გააპროტესტეს. იხილეთ აქციის ვიდეო კადრები

თურქეთის ხელისუფლებამ გადაწვიტა, 2018 წლის 1 იანვრიდან საზღვრის ორივე მხარეს გადასვლა ქვეყანაში ყოფნის ერთ დღედ ჩაითვლება. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს იმ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ყოველდღიურად დადიან სამსახურში თურქეთის ქალაქებში. უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან და ხელისუფლებისგან პრობლემის გადაჭრა მოითხოვა.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვის შეჩერებაზე მოილაპარაკეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მალე საქართველოში ვიზიტს გამართავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით.

1 იანვრიდან ამოქმედებული თურქული რეგულაციის თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის დაშვებული ვადის (90 დღე 180-დან) ამოწურვის შემდეგ უცხოელმა ქვეყანაში დასარჩენად თურქეთში ცხოვრების ნებართვა უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0