სამძებრო ოპერაცია მდინარე რიონზე

გამოწერა

მაშველები მდინარე რიონში აბაშაში ახალი წლის წინა ღამით მოკლული მამაკაცის ცხედარს ეძებენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია

მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს — მაშველები ეძებენ აბაშის სოფელი კეთილარის 28 წლის მკვიდრ ირაკლი კეკელიას.

კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით მისმა ოჯახის წევრმა ტელეფონით მიიღო თვითმხილველის შეტყობინება ირაკლი კეკელიას მოკვლის შესახებ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. დაკავებულებმა მსხვერპლის ძიების ადგილი პოლიციას შეატყობინეს.

კეკელიას დედის თქმით, მისი შვილის მკვლელი მისი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც ბოლო პერიოდში კეკელიას კონფლიქტი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0