აღმოსავლეთ საქართველოში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა: კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალ სამგზავრო ავტობუსს აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლი გაუჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

დამწვარ ავტობუსში, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა, დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა. როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, ავტობუსის მგზავრებმა სალონში დაკვამლიანება იგრძნეს და დაუყოვნებლივ მძღოლს შეატყობინეს. ავტობუსის ყველა მგზავრმა დროულად მოახერხა ტრანსპორტის დატოვება. ხანძრის გაჩენის მიზეზი დგინდება.

ყველა ახალი ამბავი
0