საბავშვო ევროვიზიის რუსი მონაწილე პოლინა ბოგუსევიჩი უკვე თბილისშია

გამოწერა

საბავშვო ვოკალური კონკურსის, ევროვიზია 2017-ის რუსი მონაწილე პოლინა ბოგუსევიჩი უკვე თბილისშია და ქალაქზე და კონკურსში საკუთარ პასუხისმგებლობაზე პირველი ემოციები გაგვიზიარა.

რიგით 15-ე ყოველწლიური საბავშვო კონკურსი "ევროვიზია" 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, რომლის დევიზიცაა "იკაშკაშე".

"გამარჯობა! მე პოლინა ბოგუსევიჩი მქვია. წელს "საბავშვო ევროვიზიაზე" მე რუსეთს წარმოვადგენ. მე დღეს ჩამოვფრინდი და ჯერ ვერ მოვახერხე ამ ქალაქის სილამაზის ხილვა. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მექნება მისი დათვალიერების დრო. შესაძლოა, კონკურსის შემდეგ დავრჩე და ქალაქში გავისეირნო. პირველად მაკისრია ამხელა პასუხისმგებლობა, ამიტომ ძალებს არ დავიშურებ, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ", — Sputnik-საქართველოსთან საუბარში აღნიშნა პოლინამ.

პოლინა ბოგუსევიჩი — 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ერთ-ერთი ფავორიტია. გოგონას ხშირად უქადიან გამარჯვებას. მოსკოველი პოლინა 13 წლისაა, სწავლობს იგორ კრუტოის მუსიკალურ აკადემიაში, ადრე მონაწილეობდა საბავშვო პროექტში "ახალი ხმა". კონკურსზე პოლინა 13 ნომერი იქნება და შეასრულებს სიმღერას "ფრთები".

ყველა ახალი ამბავი
0