საქართველო - განსაკუთრებული ადგილი კინოსა და ხელოვნებისათვის

გამოწერა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოზე პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

მან ასევე აღიარა, რომ აქამდე არაფერი იცოდა არც ქვეყნის და არც მისი კინემატოგრაფიის შესახებ.

„ქართული კინოს შესახებ არაფერი ვიცოდი, და ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის კინემატოგრაფიის შესახებ. საქმე ისაა, რომ მე მიყვარს ფილმის გადაღება და არა მისი ყურება. თუმცა გუშინ მოვისმინე, რომ ფედერიკო ფელინი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ქართულ კინემატოგრაფიას ძალიან აფასებდა. გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ამ ქვეყანაში კინოსა და ხელოვნების მიმართ გემოვნება ძლიერაა განვითარებული. ეს ჰაერშიც კი იგრძნობა. მთელი საქართველო განსაკუთრებული ადგილია ხელოვნებისათვის“, — ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა დევიდ ლინჩმა.

რეჟისორის თქმით, ადგილები, სადაც ის არის ხოლმე, ხალხი, რომლებსაც ის ხვდება — მისი შთაგპნების წყაროდ იქცევა. გამონაკლისი არც საქართველო იქნება, რომელიც, როგორც ლინჩმა აღნიშნა, დაუჯერებელი კულტურის, ფანტასტიური გრძნობებისა და უდიდესი პოტენციალის მატარებელია მისი შთაგონებისათვის.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მუსიკოსის, სცენარისტის, მხატვრისა და ფოტოგრაფი დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში 18-21 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0