ნიუ-იორკში ძაღლების აღლუმი გაიმართა

გამოწერა

ნიუ იორკში, ტომპკინს-სკვერში გაიმართა ძაღლების კოსტიუმირებული ჰელოუინ-აღლუმი, რომელშიც დაახლოებით 500 ძაღლი მონაწილეობდა.

ამერიკელებმა საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ჩააცვეს სახალისო კოსტიუმები, რომლებშიც ისინი ჰგავდნენ ურჩხულებს, ჯამბაზებს, ცნობილ მსახიობებსა და ადამიანებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, ასევე სხვადასხვა მექანიზმებსა და ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობებს. მონაწილეთა დაჯილდოებასთან ერთად, წელს აღლუმის ჩატარება მიმართული იყო ბოლო თვეებში მომხდარი ქარიშხლებისგან დაზარალებულების დასახმარებლად.

ყველა ახალი ამბავი
0