საბავშვო ბაღი თვითმფრინავში: რუსთავში ЯК-40 ბავშვების გასართობად გადააკეთეს

გამოწერა

რუსთავის საბავშვო ბაღში ЯК-40 ტიპის თვითმფრინავისგან გასართობი მოაწყეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საბავშვო ბაღი.

ჩამოწერილი სამგზავრო თვითმფრინავი ЯК-40 რუსთავის კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასართობად იქცა.

პროექტის ავტორია პროფესორი გარი ჩაფიძე. თვითმფრინავში საბავშვო ბაღის გაკეთების იდეა მას საზღვარგარეთ მოგზაურობისას დაებადა.

დღეისათვის ამ საბავშვო ბაღს ერთი, 15 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი ჰყავს. თვითმფრინავში თამაში საათობრივადაა დაგეგმილი და აღსაზრდელების დღის განრიგში შედის. თვითმფრინავში თამაშისას ბავშვებს შეუძლიათ გადართონ ბერკეტები, ატრიალონ შტურვალი, გაიკეთონ ყურსასმენები და „შეამოწმონ“ საბორტო სისტემები.

ყველა ახალი ამბავი
0