კატალონიელების საპროტესტო აქციები პოლიტიკური ლიდერების დაკავების წინააღმდეგ

გამოწერა

დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორი აქტივისტის – ჯორდი სანჩესისა და ჯორდი კუიშარტის დაკავების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაში. 

მასობრივი აქციის მონაწილეებს ეჭირათ ანთებული სანთლები და სკანდირებდნენ "თქვენ არ ხართ მარტო!" და "თავისუფლება!". როგორც მიტინგის მრავალი მონაწილე მიიჩნევს, აქტივისტების დაკავებით ესპანეთის ხელისუფლებამ "სერიოზული შეცდომა" დაუშვა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ კატალონიის ავტონომიის მთავრობის წევრები და ბარსელონის მერიის თანამშრომლები. მსგავსი აქციები გაიმართა კატალონიის სხვა ქალაქებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0