თოჯინებთან გამომშვიდობების ცერემონია მეიძის ტაძარში ტოკიოში

გამოწერა

თოჯინები იაპონური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს: ჰინამაცურის დღესასწაულის (გოგონების დღესასწაული) "ჰინა ნინგიოს" დეკორატიული თოჯინებიდან – "კოკესიმდე", ანუ პოპულარულ სუვენირებამდე. იხილეთ მეიძის ტაძარში ყველაზე დიდი რიტუალის "ნინგიო-კანსიასაის" კადრები.

ტოკიოში, მეიძის ტაძარში "ნინგიო-კანსიასაის" რიტუალის გასამართად ათობით ათას თოჯინას კრებენ. ცერემონიის დროს ათასობით სათამაშო გამოაქვთ საჩვენებლად, შემდეგ კი მათ ემშვიდობებიან. თოჯინებთან გამომშვიდობების რიტუალები შემოდგომით იაპონიის ბევრ ტაძარსა და სალოცავში იმართება.

იაპონიაში ნებისმიერი თოჯინა (ადამიანისა თუ ცხოველის), რომლებითაც წლების განმავლობაში თამაშობენ ბავშვები, მიიჩნევა მოგონებებისა და სულის მატარებლად. ამიტომ, როგორც წესი, მათ არ ყრიან. თოჯინებთან გამოსამშვიდობებლად განსაკუთრებული საპატიო რიტუალი "ნინგიო კუო" იმართება, რომლის დროსაც იკითხება ლოცვები, შემდეგ კი თოჯინებს წვავენ.

ყველა ახალი ამბავი
0