კალიფორნიაში ტყეები იწვის. ევაკუირებულია 20 ათასზე მეტი ადამიანი

გამოწერა

მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო, სახლი უკვე 20 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიის რვა ოლქში მძვინვარებს. ტელეარხ NBC-ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 1,5 ათასი სახლი და კომერციული შენობა განადგურდა, ბევრი ადამიანი დაშავდა ან დაიკარგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი". შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ნაპას, სონომასა და იუბას ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0