მეფე ესკალატორის გარეშე: ინციდენტი საუდის არაბეთის მონარქის ტრაპთან

გამოწერა

საუდის არაბეთის მეფის ვიზიტი რუსეთში მცირე ინციდენტით დაიწყო. მონარქის თვითმფრინავთან, რომელიც მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტში დაჯდა, დადგა ტრაპ-ესკალატორი, რომელიც საჭირო დროს არ ამუშავდა. იხილეთ მომხდარის ვიდეო კადრები.

ვიდეო Youtube-ზე RT გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში "რია ნოვოსტის" განუცხადეს, რომ ტრაპი საუდის არაბეთის მხარემ ჩამოიტანა, რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო მსგავს ტრაპებს არ იყენებს.

საუდის არაბეთიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ საუდის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალის ტრაპ-ესკალატორს პრობლემები აღარ შეექმნება.

არაბი მონარქის რუსეთში ოთხშაბათს გამართული ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში პირველია. ხუთშაბათს მეფე სალმანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0