რობოტი-ბურთი: ახალი იაპონური სათამაშო ბავშვებისათვის

გამოწერა

მომავლის მოწყობილობების კონცეპტების გამოფენაზე ბერლინში IFA 2017 რობოტექნიკის სამყაროში იაპონელებმა სიახლე წარმოადგინეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება "რობოტი-ბურთი".

კომპანიის Panasonic წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რობოტი ჯანსაღი კვების პროპაგანდაში დაეხმარებათ, თუმცა მას ასევე შეუძლია სხვა საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქციებიც შეითავსოს. მოწყობილობაში გამოიყენება საუბრის აღქმის ტექნოლოგია, ჩაშენებულია კამერა და შესაძლებელია ინტერნეტთან დაკავშირება. რობოტი სმარტფონში ჩატვირთული პროგრამის საშუალებით იმართება. მოწყობილობას ჰოვერბორდის პრინციპით შეუძლია 1.6 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0