თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასზე შეცდომით რუსეთის ჰიმნი ჩართეს

გამოწერა

თბილისში სომეხი დიდოსტატი ლევონ არონიანისთვის ჭადრაკის მსოფლიო თასის გადაცემის ცერემონიაზე შეცდომით რუსეთის ჰიმნი ჩართეს სომხეთის სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად. „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილეთ საზეიმო ცერემონიაზე მომხდარი შეცდომის კადრები.

თბილისში ჭადრაკის მსოფლიოს თასის გადაცემის ცერემონიაზე შეცდომით რუსეთის ჰიმნი ჩართეს სომხეთის ჰიმნის ნაცვლად. რუსული ჰიმნის ცერემონიაზე ჩართვამ მსოფლიოს თასის გამარჯვებული ლევონ არონიანი გააკვირვა. ორგანიზატორებმა რამდენიმე წამის შემდეგ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს და სომხეთის ჰიმნი ჩართეს.

ლევონ არონიანმა ფინალში ტაი–ბრეიკზე ჩინელი დინ ლიჟენი დაამარცხა. ტაი–ბრეიკის დროს პირველი პარტია არონიანმა თეთრი ფიგურებით მოიგო, მეორე — შავებით. მანამდე ფინალური მატჩის ოთხი ძირითადი პარტია მეტოქეებმა ფრედ დაამთავრეს. არონიანი საჭადრაკო კარიერაში ტურნირის გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა, პირველი გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0