დაუჯერებელი ტრიუკი: ახალგაზრდა აკრობატი გინესის რეკორდისათვის ემზადება

გამოწერა

ახალგაზრდა პალესტინელი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ვარჯიშობს 12 წლის აკრობატი იმისთვის, რათა მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს.

12 წლის იუსეფ ალ-ბაჰტინი ცხოვრობს პალესტინის ყველაზე დიდ ქალაქ ღაზაში. მან საკუთარი სხეულით წარმოუდგენელი ფორმების მიღება ისწავლა. ახალგაზრდა აკრობატის ოცნება, შესაძლოა, უკვე რამდენიმე კვირაში ახდეს, თუ იორდანია და ისრაელი მას მოგზაურობის უფლებას მისცემენ. იუსეფს რეკორდის დასამყარებლად მომზადებაში დაეხმარა სხვადასხვა ტანმოვარჯიშის მიღწევების შესახებ Youtube-ზე განთავსებული ვიდეორგოლები და მისი ოჯახის თანადგომა.

ყველა ახალი ამბავი
0