ესპანეთში სანაპიროზე გამორიყული დელფინი გადაარჩინეს

გამოწერა

ესპანეთში სანაპიროზე გამოირიყა დელფინი მას შემდეგ, რაც სათევზაო ბადეში გაიხლართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ დაეხმარნენ დელფინს ჩვეულ გარემოში დაბრუნებაში სანაპიროზე მყოფი დამსვენებლები.

შემთხვევა ესპანეთის ქალაქ კადისში მოხდა. ცხოველის დასახმარებლად სანაპიროზე მყოფი დამსვენებლები მივიდნენ, რომლებმაც დანით გადაჭრეს ბადე და დელფინი წყალში დააბრუნეს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, აგვისტოში ისევ ესპანეთის ერთ-ერთ სანაპიროზე პატარა დელფინი იმის გამო მოკვდა, რომ დახმარების ნაცვლად ხალხი მასთან სელფი-სურათებს იღებდა.

ყველა ახალი ამბავი
0