ქართველი ინჟინრის რეკორდი: ათი კილომეტრი უხელებოდ ზღვაში

გამოწერა

ქართველმა ინჟინერმა ზღვაში 10,5 კილომეტრი ხელების დაუხმარებლად გაცურა, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ დამყარდა რეკორდი.

ქართველმა ინჟინერ-მშენებელმა, 57 წლის ბეგლარ ელბაქიძემ ზღვაში 10,5 კილომეტრი მანძილი ხელების დახმარების გარეშე დაფარა. ღონისძიება ბათუმის სანაპიროს გასწვრივ ჩატარდა. დისტანციის დასაფარად მოცურავეს 5 საათი და 25 წუთი დაჭირდა. ცურვის დროს ბეგლარ ელბაქიძეს ორივე ხელი წყალს ზემოთ ჰქონდა და საქართველოს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დროშები ეჭირა.

წინა რეკორდი ბეგლარმა, რომელსაც "ადამიან-ამფიბიას" უწოდებენ, 2007 წელს დაამყარა. მაშინ მან რვა კილომეტრი დაფარა 3 საათსა და 28 წუთში თბილისის ზღვაზე. მას ხელები მაშინაც წყალს ზემოთ ჰქონდა და საქართველოს დროშა და მობილური ტელეფონი ეჭირა. ელბაქიძემ რეკორდის დასამყარებლად ცურვის ძველი ქართული სტილი გამოიყენა. ბათუმში გაცურვის შემდეგ ინჟინერმა ათი წლის შემდეგ კიდევ ერთი რეკორდის დამყარების პირობა დადო.

ყველა ახალი ამბავი
0