კლასიკის დღესასწაული: მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

გამოწერა

კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალში Batumi Music Fest ექვსი ქვეყნის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება.

ბათუმში უკვე მეხუთედ იმართება კლასიკური მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest. მასში მონაწილეობას ექვსი ქვეყნიდან ღებულობენ — საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მევიოლინე ელისო ბოლქვაძემ ბრიტანელ ვიოლონჩელისტ ალექსანდრე ჩაუშიანთან ერთად გახსნა.

ფესტივალის ცნობილ მონაწილეებს შორის არიან — ფრანგი პიანისტი ნათანიელ გუინი, იტალიელი პიანისტი პიერო დე მარია, რუსი პიანისტი ალექსანდრა მასალიოვა, ფერენც ლისტის სახელობის უნგრული მცირე ორკესტრი, ქართველი პიანისტები დავით ალადაშვილი და ანა ყიფიანი, ასევე ვოკალური ანსამბლი "ქართული ხმები". ფესტივალის პროგრამაშია — ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, შოპენის, ვაგნერის, სენ-სანსის, ლისტის და სხვების უკვდავი შედევრები.

წელს Batumi Music Fest იუნესკოს პატრონაჟით მიმდინარეობს — ეს საქართველოში ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 2017 წელს ფესტივალიის საინფორმაციო პარტნიორი გახდა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო. ფესტივალი 8 სექტემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0