პიკნიკ-ფესტი ბათუმში: არაჩვეულებრივი გართობა ღია ცის ქვეშ

გამოწერა

ბათუმის პარკში ღია ცის ქვეშ მოწყობილმა საზაფხულო ფესტივალმა ასობით ადამიანს მოუყარა თავი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო პიკნიკ-ფესტის შესახებ.

ბათუმის 6 მაისის სახელობის პარკში საზაფხულო ფესტივალი ჩატარდა. სტუმრების წინაშე, ღია ცის ქვეშ  წარსდგნენ ახალგაზრდა მუსიკოსები და მომღერლები, გაიმართა ბათუმელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებისა და აგრეთვე ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალზე ბავშვებისთვისაც იყო გამოყოფილი ცალკე მოედანი, სადაც ანიმატორები მათთვის გასართობ პროგრამას წარმოადგენდნენ.

გარდა ამისა, ჩატარდა ქართული ქვინოების დეგუსტაცია, რაც ტურიზმის განვითარებისთვის გამიზნული ღონისძიებების განუყრელ კომპონენტადაა ქცეული.

ყველა ახალი ამბავი
0