ხანძარი მთაწმინდის ტყეში

გამოწერა

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ათობით მეხანძრე და სპეცტექნიკა მონაწილეობდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ იწვოდა მთაწმინდის ტყე.

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ პირველი შეტყობინებები გვიან ღამით სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, ხალხი ერთმანეთს აფრთხილებდა გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. 

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ქალაქის ყველა წერტილიდან კარგად ჩანდა - Sputnik საქართველო
მთაწმინდა ცეცხლში: ხანძრის სურათები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან

ხანძარი გაჩნდა მთაწმინდის ფერდობზე, რომელიც სწრაფად გავრცელდა და მოკლე დროში ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ხანძრის დანახვა ქალაქის უმეტესი რაიონებიდან იყო შესაძლებელი. ხანძრის კერების ჩასაქრობად გამოიყენებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყველა საშუალება – ათობით ტექნიკა და 100-მდე მეხანძრე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში. ორ საათზე ნაკლებ დროში მეხანძრეებმა ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება მოახერხეს და ხანძრის გავრცელების საშიშროება შეაჩერეს.

ყველა ახალი ამბავი
0