დელფინოთერაპია ბათუმის სტუმრებისათვის

გამოწერა

დელფინებთან ერთად ცურვა უფრო და უფრო პოპულარული გასართობი ხდება ბათუმის დელფინარიუმის სტუმრებისათვის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ცურავენ დელფინები დელფინარიუმის სტუმრებთან ერთად.

ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებს არამხოლოდ სანახაობრივ შოუს, არამედ დელფინებთან ერთად ცურვასაც სთავაზობს. დელფინოთერაპია — მსოფლიოში ცნობილი მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ასაკის ადამიანების ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებს. დელფინებთან ერთად ცურვა თერაპიის მეთოდია, რომელიც მიმართულია მედიკო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისკენაა მიმართული. 

ბათუმის დელფინარიუმში მეშვიდე ზღვის ლომი დაიბადა - Sputnik საქართველო
ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ზღვის ლომი შეემატა

ბათუმის დელფინარიუმი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. პირველ იდელფინარიუმი აქ 1975 წელს აშენდა, რომელიც სსრკ-ის პირველ სადემონსტრაციო დელფინარიუმად მიიჩნეოდა და ზომით მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო. მაშინდელმა დელფინარიუმმა 20 წლის განმავლობაში იმუშავა, შემდეგ კი დაიკეტა, შენობა დროთა განმავლობაში დაინგრა. ახალი დელფინარიუმი რამდენიმე წლის შემდეგ აშენდა და 2011 წლიდან დღემდე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0