16:36 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ვიდეო

ხინკალი ხუთ წუთში: როგორ აწარმოებენ საქართველოში ნახევარფაბრიკატებს

მოკლე ბმულის მიღება
657 0 0
© Sputnik / Denis Aslanov

Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი ნახევარფაბრიკატების საწარმოს ესტუმრა და მუშაობის პროცესს გაეცნო. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მუშაობს საწარმო.

ხინკალი, ქაბაბი, კატლეტი, პელმენი, ბლინები, ასევე შებოლილი თევზი — ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქტების ეს ასორტიმენტი იწარმოება საქართველოში სხვადასხვა საწარმოებში. 2016 წლიდან გაყინული ნახევარფაბრიკატების დამზადება დაიწყო კომპანია "რერამაც".

"დასაწყისში ჩვენი სადისტრიუბციო კომპანია გაყინულ ხორც-პროდუქტებს ყიდდა, შემდეგ გაჩნდა ნახევარფაბრიკატების წარმოების იდეა. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით ჩვენ ავიღეთ სესხი, გავხსენით საწარმო და დავიწყეთ გაყინული ნახევარფაბრიკატებისა და შებოლილი თევზის წარმოება. ვფიქრობ, რომ  ეს 21-ე საუკუნეში პერსპექტიული ბიზნესია, რადგან ხალხს უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ყოველდღიურად კერძების მოსამზადებლად", — Sputnik-საქართველოსთან საუბარში განაცხადა კომპანიის G&A Group დირექტორმა და "რერას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ტალახაძემ.

კომპანია "რერამ" ნახევარფაბრიკატების საწარმო სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით შეძლო. მათ ბანკისგან 1,6 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს დაბალ პროცენტად.

თემაზე

"რუსთავი 2" ცეცხლში: ხანძრის შემდეგ
ჯასტინ ბიბერი შემთხვევით პაპარაცის დაეჯახა — ვიდეოკადრები
ბათუმში მოდის საზაფხულო ჩვენება გაიმართა
Talking To Myself: Linkin Park-ის ბოლო კლიპი 30 მილიონი ნახვით

მეტი ვიდეო

მთავარი თემები