"რუსთავი 2" ცეცხლში: ხანძრის შემდეგ

გამოწერა

„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარმა სამეურნეო ნაგებობის დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი ფართობი დააზიანა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ხანძრისგან დაზიანებული შენობა.

ოთხშაბათს, ღამით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ტელეკომპანიის — „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სახანძრო ბრიგადები და აალების კერა მალევე ჩააქრეს. 

ექსპერტ-კრიმინალისტები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მუშაობენ - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2" ხანძრის შემდეგ

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხანძარი სამეურნეო ნაგებობაში გაჩნდა. დაზიანდა რამდენიმე დეკორაცია და საწყოში შენახული ავეჯი, ასევე რამდენიმე ტექნიკური მოწყობილობა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

ტელეკომპანიის შენობაში მომხდარს აშუქებდა ყველა პოპულარული ქართული საინფორმაციო საშუალება, ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მიმდინარე მოვლენებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, „რუსთავი 2“-ს გაუმართლა, რადგან ხანძრის დროულად ლიკვიდაცია მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0