სიცოცხლის წყურვილი: მუსიკოსი ოპერაციის დროს შვიდი საათის განმავლობაში უკრავდა გიტარაზე

გამოწერა

ინდოელი მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე შვიდი საათის განმავლობაში უკრავდა. იხილეთ ამ უჩვეულო შემთხვევის ვიდეოკადრები.

ქალაქ ბანგალორის მცხოვრებმა აბჰიშეკ პრასადმა 2012 წელს IT-სპეციალისტის პოზიცია დატოვა, რათა ოცნება აესრულებინა და მუსიკოსი გამხდარიყო. ამავდროულად მამაკაცს აწუხებდა ეგრეთ წოდებული "მუსიკოსის სპაზმი" — კუნთის დისტონია, რომელიც ხელის თითებს აზიანებს და კუნთებს სურვილის მიუხედავად კუმშავს, იუწყება "რია ნოვოსტი".

პრასადს დაავადების გამო მარცხენა ხელზე სამი თითი უბუჟდებოდა გიტარაზე დაკვრისას. შვიდსაათიანი ოპერაცია პაციენტს ფხიზელ მდგომარეობაში ჩაუტარდა, რათა ნეიროქირურგებს თავის ტვინში მამაკაცის დახმარებით აღმოეჩინათ პრობლემური ზონები.

„ექიმმა მითხრა – გიტარა უნდა წამოიღოთ საოპერაციოში, საჭიროა სულ ვიცოდე, თუ როგორ გრძნობთ თავსო", — განაცხადა მუსიკოსმა. პრასადის თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის ერთ წელიწადში პირველი ალბომის გამოშვებას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0