რუსთაველზე დადგმული აბაზანის საიდუმლო – ვიდეოკადრები

გამოწერა

ქალაქის ცენტრში აბაზანაში მწოლიარე მამაკაცის ვიდეომ ბევრი თბილისელი გააკვირვა. ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება განხილვა, თუ საიდან გაჩნდა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე თეთრი აბაზანა, რომელშიც უცნობი მამაკაცი იწვა. მომხმარებელთა ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ ეს რეკლამის გადაღება იყო, ზოგიერთმა გაგრილების საშუალებად მიიჩნია, ტელეარხმა МИР 24 კი გააკეთა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ მამაკაცმა ქუჩაში აბაზანა გამოიტანა რამდენიმედღიანი უწყლობის გამო პროტესტის გამოსახატად. მამაკაცის რუსთაველის გამზირზე ნახვამდე ერთი დღით ადრე ის ქალაქის სხვა ქუჩაზეც შენიშნეს, სადაც ასევე წყლით სავსე აბაზანაში იწვა.

ყველა ახალი ამბავი
0