ბათუმში ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატზე ბაქოელმა ინტელექტუალებმა გაიმარჯვეს

გამოწერა

ბათუმში ინტელექტუალურ თამაშებში შავი ზღვის თასის ჩემპიონატი ჩატარდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აჯილდოებდნენ შეჯიბრის გამარჯვებულებს.

ბათუმში ინტელექტუალური თამაშებში შავი ზღვის ღია თასის მეხუთე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა გუნდი ბაქოდან და შეჯიბრის მთავარი ჯილდოც მიიღო. მეორე ადგილი აიღო საქართველოს გუნდმა Georgia.

ჯილდოების გარდა, ორივე გუნდმა მიიღო საგზური "რა? სად? როდის?" მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ასტანაში გაიმართება.

ინტელექტუალური თამაშების ბათუმის მე-18 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა 35 გუნდი 12 ქვეყნიდან — საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0