ქალთა მარში: თბილისში ფემინისტების მსვლელობა გაიმართა

გამოწერა

"ქალთა სოლიდარობის მარშში" ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აპროტესტებდნენ უთანასწორობას, ძალადობას და დამცირებას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა აქცია.

ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში — აღმაშენებლის გამზირზე ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა "ქალთა სოლიდარობის მარშში". აქციის ინიციატორები იყვნენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. 

ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
ფემინისტების საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, იყენებდნენ სასტვენებს, მეგაფონით სკანდირებდნენ ლოზუნგებს და წვავდნენ ფაიერებს. აქციამ შემთხვევების გარეშე ჩაიარა, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პოლიცია.

აქცია შემთხვევით არ ჩატარებულა რამდენიმე დღის წინ გამართულ "ქართველთა მარშის" ადგილზე. "ქალთა სოლიდარობის მარში" იყო პასუხი არა მხოლოდ "ქართველთა მარშზე", არამედ მისი რამდენიმე აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარაზე თათია დოლიძის მიმართ, რომელიც "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი და გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენელია. მუქარის მიზეზი დოლიძის მიერ "ქართველთა მარშის" და მისი ორგანიზატორების გაკრიტიკება იყო.

ყველა ახალი ამბავი
0