პოროშენკო თბილისში: უკრაინის ლიდერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

გამოწერა

თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს შეხვედრის ცერემონია გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ცერემონია.

უკრაიინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. სამშაბათს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის ლიდერის შეხვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რეზიდენციის ეზოში მოეწყო საპატიო გუშაგი, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებიც სწორედ იქ იმყოფებოდნენ.

ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს შეხვედრა. მათ ხელი მოაწერეს საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას და გამართეს საერთო პრეს-კონფერენცია.

პეტრო პოროშენკო 19 ივლისს ბათუმში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საინვესტივიო მრგვალი მაგიდის მუშაობაში და შეხვედრას გამართავს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ზურაბ პატარაძესთან. იმავე დღეს უკრაინის ლიდერი დაასრულებს ვიზიტს და სამშობლოში გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0