"დეზერტირების ბაზარში" გაჩენილი ხანძრის შედეგები

გამოწერა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ათი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ორშაბათს "დეზერტირების ბაზრის" ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს. საწყობი თითქმის სრულად დაიწვა, თუმდცა ხანძარს ახლოს მდებარე სავაჭრო შენობა არ დაუზიანებია.

ხანძრის კერის ლიკვდიაციაში 10 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა. ხანძრით განადგურებულ საწყობებში განთავსებული იყო საყინულე კამერები, ინახებოდა სხვადასხვა სახის პროდუქტები. სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ხანძრისგან ჯამში 200 კვ. მეტრის ფართობი დაზიანდა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ხანძრის გაჩენის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0