მამაკაცი კაბით: უიმბლდონზე გულშემატკივარი კორტზე გაიყვანეს და ათამაშეს

გამოწერა

კურიოზული შემთხვევა მოხდა უიმბლდონზე მატჩის მსვლელობისას — ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლეისტერსი ერთ-ერთი მაყურებლის რჩევებმა გააღიზიანა, რის შემდეგადაც სპორტსმენმა მამაკაცს თამაში შესთავაზა. იხილეთ ვიდეო, თუ რა მოჰყვა ამ ყოველივეს.

ირლანდიელი გულშემატკივარი კრის კვინი ბელგიელი ჩოგბურთელის მოწვევას დათანხმდა და კორტზე გამოვიდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ უიმბლდონის დრეს-კოდი ყველა მოთამაშეს სთხოვს ჩაცმული იყოს თეთრ შორტსა და მაისურში. კლეისტერსმა გულშემატკივარს საკუთარი სათადარიგო ფორმა მიუტანა, კვინმაც სპორტსმენების დახმარებითა და ოვაციების თანხლებით მოირგო ჩოგბურთელის სამოსი.

კლეისტერსის ორი ჩაწოდების წარუმატებელი მიღების შემდეგ კრის კვინმა კორტი დატოვა, თუმცა სპორტსმენებთან ფოტოს გადაღება მაინც მოასწრო. მოგვიანებით გულშემატკივარმა ტვიტერში მადლობა გადაუხადა კლეისტერსს თამაშის შესაძლებლობის მიცემისათვის და ჩოგბურთის გულშემატკივარი მისი სამი ქალიშვილის თვალში "გმირად ქცევისთვის".

ყველა ახალი ამბავი
0