საქართველოს და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრების მიერ შესრულებული „თბილისო“

გამოწერა

ევროპის მოედანზე დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სამხედრო ორკესტრების შესრულებით პოპულარული „თბილისო“ გაღჟერდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, რა სასიამოვნოდ ისმის სასულე ორკესტრების მიერ შესრულებული ეს მელოდია.

საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ორკესტრმა The Salamanca Band & Bugles of The Rifles თბილისში ერთობლივი კონცერტი გამართეს.

უჩვეულო ღონისძიება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიალოგის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო პროცესის გაღრმავებისა და საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

კონცერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0