ზაფხულის ფერადი სალათა თაფლის ვინეგრეტით ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ "Sputnik-საქართველოს" ზაფხულის ფერადი სალათის მომზადების რეცეპტი გაუზიარა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ფერადი სალათის ფოთლები 1 კონა; ყვითელი ბულგარული წიწაკა 1 ც; წითელი ბულგარული წიწაკა 1 ც; დაფშვნილი საშუალოდ მარილიანი ყველი ½ ჭ; მოხარშული სტაფილო 1 ც; მოხარშული ჭარხალი 1 ც; პომიდორი 1 ც; კიტრი 1 ც; თხლად დაჭრილი ბოლოკი 2 ც; მწვანე ხახვი ერთი კონა.

თაფლის ვინეგრეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი (ექსტრა ვირჯინი); 1/8 ჭიქა თეთრი ძმარი; 1 ჩ.კ. მდოგვი; 1 ჩ.კ. თაფლი, მარილი, შავი პილპილი.

დაჭერით ჩამოთვლილი ბოსტნეული საშუალო ზომის ღერებად და დაალაგეთ სინზე. მოამზადეთ ვინეგრეტი და მოასხით სალათას სუფრაზე მირთმევის წინ. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0