ქართველმა ბოდიბილდერებმა სხეულის სილამაზე უჩვენეს

გამოწერა

საქართველოში ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ჩემპიონატი გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ უჩვენებდნენ მისი მონაწილეები სხეულის სილამაზეს, რასაც ხანგრძლივი და აქტიური ვარჯიშის შედეგად მიაღწიეს.

ათობით სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა ბოდიბილდინგისა და ფიტნესის 2017 წლის ჩემპიონატში. საუკეთესო ბოდიბილდერებმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი თავდაუზოგავი ვარჯიშით. შეჯიბრი სხვადასხვა კატეგორიებში მიმდინარეობდა, რომლის გამარჯვებულებსაც ჯილდოები გადაეცათ.

ასეთი შეჯიბრების ჩატარება თბილისში უკვე ტრადიციად იქცა, რასაც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარობის ზრდა ქვეყანაში. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველწლიურად მატულობს თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზების რაოდენობა, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვარჯიშობენ.

ყველა ახალი ამბავი
0