ტრაგედია მანჩესტერში: სტადიონზე მომხდარი აფეთქების კადრები და ტერაქტის შედეგები

გამოწერა

"მანჩესტერ არენაზე" მომხდარი ტერაქტის თვითმხილველებმა აფეთქების შემდგომი პირველი წუთების ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელეს. ტრაგედიას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

კადრებში კარგად ჩანს, აფეთქების ხმის შემდეგ როგორ ცდილობს ხალხი სტადიონის დატპოვებას, სადაც ამერიკელი მომღერალი არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა, იუწყება "რია ნოვოსტი".

ძლიერი აფეთქება მოხდა სტადიონ "მანჩესტერ არენაზე" ორშაბათს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, 59 გადაყვანილი საავადმყოფოში. პოლიციის მონაცემებით, დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

ხელისუფლებამ სტადიონზე მომხდარ ტრაგედიას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ყველა ახალი ამბავი
0