"რეალის" გამარჯვება ათასობით ადამიანმა აღნიშნა

გამოწერა

მადრიდის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა „რეალის“ გამარჯვების აღსანიშნავად. გუნდმა 38-ე ტურის მატჩში "მალაგა" დაამარცხა და ესპანეთის პრიმერა–დივიზიონის ჩემპიონიც გახდა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ აღნიშნავდნენ „რეალის“ ფანები საყვარელი გუნდის გამარჯვებას.

ესპანეთის პრიმერა–დივიზიონის 38-ე ტურის მატჩში "რეალმა" "მალაგა" დაამარცხა ანგარიშით 2:0 და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. "რეალმა" (93 ქულა) პირველობა არ დაუთმო "ბარსელონას" (90 ქულა) პრიმერა–დივიზიონის სატურნირო ცხრილში. მადრიდელებისთვის ქვეყნის ჩემპიონატში ეს რიგით 33-ე გამარჯვებაა, "ბარსელონას" ეს ტიტული 24-ჯერ აქვს მოპოვებული.

ყველა ახალი ამბავი
0