ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება: შავფაროსნების საჩვენებელი ბრძოლა

გამოწერა

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" წარმომადგენლებმა ხმლით ბრძოლის სცენა დადგეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს ვიდეო", თუ როგორ გამართეს "შავფაროსნებმა" საჩვენებელი ბრძოლა თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრების წინაშე.

"შავფაროსნების" ბრძოლა ხანჯლებით, ხმლებითა და სხვა ცივი იარაღებით დღეისათვის უკვე ტრადიციად იქცა სხვადასხვა ეროვნული ფესტივალებისათვის. მათი სანახაობრივი შეუს სანახავად ასობით ადამიანი იყრის თავს.

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" წარმომადგენლები საქართველოს საზღვრებს მიღმაც მოღვაწეობენ, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში უჩვენებენ სხვადასხვა ცივი იარაღებითა და ხელჩართული ბრძოლის ქართულ ილეთებს.

ტრადიციული ქართული საბრძოლო ხელოვნება ხელჩართული ბრძოლისა და ფარიკაობის ელემენტების ნაზავია. ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა დამპყრობლებს, შემუშავდა საბრძოლო ხელოვნების ილეთების ნაკრები. ზოგიერთი მოძრაობა აღმოსავლური ბრძოლის ტექნიკას გვაგონებს, თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გამოიყენებოდა მოკლე ხანჯლები, ვინაიდან მათ ციცაბო კლეებსა და ბილიკებზე მტერთან ახლო მანძილზე უწევდათ ბრძოლა. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად სვანეთში, ხანჯლის მოხვედრისგან თავის დასაცავად მყარი მუზარადები შექმნეს.

ბრძოლის განსაკუთრებულობაზე აისახა ისიც, რომ ქართველ მეომრეს პარტიზანული ბრძოლაც უწევდათ. კლუბმა დასახელება "შავფაროსნები" ქართველ მეომართა ტრადიციული დანაყოფიდან აიღო, რომლებიც შავად შეღებილი სახეებითა და აბჯრით ღამის განმავლობაში ესხმოდნენ მათზე ძლიერი მტრის ჯგუფებსა და ფორმირებებს.

ყველა ახალი ამბავი
0