ნანა ვარძელაშვილი პროექტის «Ты супер!» მონაწილეებს შეხვდა

გამოწერა

"Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფი შეხვდა ბავშვებს, რომლებსაც კვლავ ერთად ყოფნა ახარებდათ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აღნიშნავდა ნანა ვარძელაშვილი პროექტის "Ты супер!" სხვა მონაწილეებთან შეხვედრას.

ტელეარხის НТВ  და "Sputnik"-ის პროექტზე ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები კვლავ ჩავიდნენ მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიიღონ ვოკალური კონკურსის ფინალურ კონცერტში, რომელიც 26 მაისს კრემლში გაიმართება.

"ძალიან მიხარია, რომ კვლავ შემიძლია ვესაუბრო ჩემს მეგობრებს საქართველოდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ პროექტის მონაწილეები ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, რომლებიც, სამწუხაროდ, ერთმანეთისგან შორს არიან. მაგრამ ახლა ჩვენ ისევ ერთად ვართ, ცოტა ხნით მაინც. ახლა ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ — ვსაუზმობთ, ვსადილობთ, ვვახშმობთ, რეპეტიციებს გავდივართ, ვცეკვავთ, საიდუმლოებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ვზრუნავთ ერთმანეთზე", — განაცხადა პროექტის ყაზახმა მონაწილე ვლად ლოსკუტოვმა.

მართლაც, სასადილოში შესვლისას შესამჩნევია, რომ ყველა ძალიან შეიცვალა — ახლა ბავშვები ერთ დიდ მაგიდასთან სხედან და ერთმანეთის გარეშე წახემსებაზე არც კი ფიქრობენ.

ანგელინა პპიკიანი სომხეთიდან და პარვანა ალჯანოვა აზერბაიჯანიდან, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, კიდევ უფრო მეტად დამეგობრდნენ და თითქმის მთელ დროს ერთად ატარებენ. ყაზახი ვლად ლოსკუტოვის ამბების მოსასმენად, ბავშვები საათობით სხედან ერთად. ნანა ვარძელაშვილი კი "ენერგიის მუხტია". როგორც კი გოგონა მოსკოვში დაბრუნდა, გარშემო მხოლოდ ყვირილი და სიცილი ისმის. ესტონელი იგორ ლესკოვი დიდ დროს უთმობს სიმღერების წერას, მაგრამ თავისუფალ დროს ისიც მეგობრებთან ერთად ერთობა და როგორც უფროსი ძმასავით ყურადღებას არ აკლებს.

ბავშვები მოსკოვში მაისის ბოლომდე იქნებიან, ხოლო "Sputnik" გააშუქებს ყველაფერს, რაც ამ დიდ ოჯახში ხდება.

"Ты супер!" — ტელეარხის  НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს "Sputnik" პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტში მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს საშუალება ეძლევათ უჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. შოუში მონაწილეობენ ვოკალისტები საქართველოდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0