17:06 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

ჭყოიძე: დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ვნებს საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობას

მოკლე ბმულის მიღება
14 0 0
(1:22 / 9.02Mb / просмотров видео: 80)
© Sputnik / Denis Aslanov

"ერეკლე მეორის საზოგადოების" მეთაურ არჩილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ვნებს საქართველოს და რუსეთის თანამშრომლობას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რაზე საუბრობს ქართველი ექსპერტი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში.

"ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ბევრ პრობლემას წარმოშობს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას აფუჭებს. ჭყოიძემ აღნიშნა, რომ, თუ ორ სახელმწიფოს შორის იქნება ურთიერთობა, შესაძლებელი გახდება ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება, როგორიც იყო მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტისას.

"ჩვენ ახლა არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და პირველ პირებს შორის დიალოგი არ იმართება, ამიტომ საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი ნონსენსები. ჯამში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ფუჭდება. ჩვენ რომ გვქონდეს საელჩო, პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა", — განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გამოაცხადა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებლად აღიარა. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა.

თემაზე

ეროვნული სამოსის დღე: მსვლელობა თბილისის ქუჩებში
თბილისში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა
"ქართული სუფრა": უკრაინელმა საქართველოზე სამაგიდო თამაში მოიგონა
გემრიელი ორშაბათი ნათია მონტგომერისთან ერთად

მეტი ვიდეო

მთავარი თემები