ეროვნული სამოსის დღე: მსვლელობა თბილისის ქუჩებში

გამოწერა

თბილისის ცენტრში ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ასობით ქალმა, მამაკაცმა, მოზარდმა და ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აღინიშნა მეორედ ეს დღესასწაული თბილისში.

საქართველოში 18 მაისს უკვე მეორედ აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე. ამ დღეს თბილისის ცენტრში იმართება საზეიმო ღონისძიებები და კონცერტები, ყველაზე მთავარი და სანახაობრივი კი ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მსვლელობაა. წელს მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანსა და რიყის პარკში გამართულ საზეიმო მსვლელობაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. ქალაქის ბევრი სტუმარი და ტურისტი სპეცციალურად მივიდა აქციის ადგილზე, რათა მსვლელობის მონაწილეებისათვის და ღონისძიებებისათვის ფოტოები და ვიდეო გადაეღო.

ყველა ახალი ამბავი
0