„Expo ბათუმის“ მეათე საიუბილეო გამოფენაზე თავისი პროდუქცია ათობით კომპანიამ წარმოადგინა

გამოწერა

„Expo ბათუმის“ მეათე საიუბილეო გამოფენაზე თავისი პროდუქცია ქართულმა და უცხოურმა  კომპანიებმა წარმოადგინეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ტურისტულმა გამოფენამ.

ბათუმში რიგით მეათე ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Expo ბათუმი“ გაიმართა. ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო. გამოფენის მიმდინარეობისას ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე გამოფენას ასობით ადამიანი დაესწრო. ტურიზმის სფეროში საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა ათობით ქართულმა და უცხოურმა კომპანიამ. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებმა.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ტურისტული გამოფენის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0