მელაძემ ბათუმელებს იმის შესახებ უამბო, თუ როგორ იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში

გამოწერა

მომღერალმა ვალერი მელაძემ კონცერტის დროს მშობლიუ ქალაქში გადარებულ ბავშვობაზე ისაუბრა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რა უამბო ცნობილმა მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.

ვალერი მელაძე მაისის დღესასწაულებზე საართველოს ეწვია, რათა გაემართა კონცერტები, რომლებიც საკუთარი 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. მომღერალმა კონცერტები გამართა თბილისსა და მის სამშობლო ქალაქ ბათუმში.

ცნობილი მომღერალი 1965 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არ ჰქონიათ. მამა, დედა, ბებია და ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძემ წარმატებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, მან მშობლების მსგავსად ტექნიკური განათლება მიიღო, დაამთავრა ნიკოლაევის ს. ო. მაკაროვის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტი ხომალდების ენერგეტიკული დანადგარების "ინჟინერ-მექანიკოსის" სპეციალობით, შემდეგ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, თუმცა ინსტიტუტის სწავლის დასრულებისთანავე მისი ცხოვრება შეიცვალა.

მელაძემ მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო — როდესაც უმცროს ძმა კონსტანტინე მელაძესთან ერთად ჯგუფის "დიალოგი" შემადგენლობაში შევიდა და რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდა. პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მომღერალს 1992 წელს ჰქონდა სიმღერით "Не тревожь мне душу, скрипка.." კონცერტის "ვარსკვლავიანი ღამე" პროგრამის ფარგლებში. კონცერტი ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ეძღვნებოდა.

დღეს ვალერი მელაძეს რუსული ჯილდო "ოვაცია" სამჯერ აქვს მიღებული, მრავალჯერ გახდა "წლის სიმღერის" და "ოქროს გრამაფონის" ჯილდოების მფლობელი, შვიდჯერ მიიღო ჯილდო "Муз-ТВ", სამჯერ კი — RU.TV. ის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტია, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი, შედის საესტრადო ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის მმართველობაში.

ვალერისათვის სიღერებს წერს მისი უმცროსი ძმა — მუსიკოსი და კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე. თბილისსა და ბათუმში კონცერტებზე მომღერალმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ, მადლობას უხდიდა საკუთარი ძმის ტალანტს, ამ დროს კი ეკრანებზე კონსტანტინ მელაძის კადრები გადიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0