„თბილისო“ ცნობილი მომღერლის, ვალერი მელაძის შესრულებით

გამოწერა

ცნობილმა მომღერალმა ვალერი მელაძემ საქართველოში საიუბილეო კონცერტები გამართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ შეასრულა მელაძემ სიმღერა "თბილისო" აპლოდისმენტების თანხლებით.

ვალერი მელაძე მაისის დღესასწაულებზე საართველოს ეწვია, რათა გაემართა კონცერტები, რომლებიც საკუთარი 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. მომღერალმა კონცერტები გამართა თბილისსა და მის სამშობლო ქალაქ ბათუმში. 

სელფი მელაძესთან და საჩუქრად მიღებული ბოხოხი: თბილისში მომღერალს იუბილე მიულოცეს - Sputnik საქართველო
სელფი მელაძესთან და საჩუქრად მიღებული ბოხოხი: თბილისში მომღერალს იუბილე მიულოცეს

ცნობილი მომღერალი 1965 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არ ჰქონიათ. მამა, დედა, ბებია და ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ვალერი მელაძემ ზოგად განათლებასთან ერთად, წარმატებით დაასრულა მუსიკალური სკოლა. 1989 წელს დაასრულა ნიკოლაევის ს. ო. მაკაროვის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტი ხომალდების ენერგეტიკული დანადგარების "ინჟინერ-მექანიკოსის" სპეციალობით, შემდეგ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

მუსიკალური კარიერა მელაძემ 1989 წელს დაიწყო — როდესაც უმცროს ძმასთან, კონსტანტინე მელაძესთან ერთად "ჯგუფის "დიალოგი" შემადგენლობაში შევიდა. პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მომღერალს 1992 წელს ჰქონდა სიმღერით "Не тревожь мне душу, скрипка.." კონცერტის "ვარსკვლავიანი ღამე" პროგრამის ფარგლებში. კონცერტი ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ეძღვნებოდა.

დღეს ვალერი მელაძეს რუსული ჯილდო "ოვაცია" სამჯერ აქვს მიღებული, მრავალჯერ გახდა "წლის სიმღერის" და "ოქროს გრამაფონის" ჯილდოების მფლობელი, შვიდჯერ მიიღო ჯილდო "Муз-ТВ" და სამჯერ კი — RU.TV. ის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტია, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი, შედის საესტრადო ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის მმართველობაში. ვალერისათვის სიღერებს წერს მისი უმცროსი ძმა — მუსიკოსი და კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე.

ყველა ახალი ამბავი
0